Russian English
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი?
პარასკევი, 18 ივლისი, 2014 - 12:49

ძნელი სათქმელია, არჩევნების შემდეგ რამ უფრო დაზაფრა მოსახლეობა - ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილმა თუ ელექტროენერგიაზე ტარიფების მოსალოდნელმა ზრდამ. სწორედ ასეთი სახის განცხადება გავრცელდა ნარმანიას გამერებისთანავე და მოსახლეობაც ყალყზე შესადგომად მოემზადა. აქ უკვე იმარჯვა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ, რომელმაც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა უარყო. კალაძის განცხადებით, მას წინა დღეს საუბარი ჰქონდა სემეკ-ის ხელმძღვანელთან და ამ ეტაპზე ტარიფების გადათვლა მიმდინარეობსო. კახი კალაძე მედიასაშუალებებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ერთ-ერთ ტელეარხს სიცრუეზე დაფუძნებულ მანქანას უწოდებს, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

ამ საკითხს შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთვრობის სხდომაზე. მისი თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა არ იგეგმება და ამიერიდან არ დაუშვებს მიზანმიმართულ კამპანიას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

მოკლედ, ელექტროენერგისს ტარიფი უცვლელი რჩება. ამ ეტაპზე, ყოველშემთხვევაში.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.