Russian English
ქეთი დოლიძის პასუხი ნათელაშვილს: შე დამპალო! კოსტავა შენი საჩივრებით კინაღამ დაიჭირეს
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი, 2016 - 14:53
მას შემდეგ, რაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რეჟისორ ქეთი დოლიძეს გადაკრუხებული არტისტი და ღნავილა უწოდა (ამას დამატებული ნათელაშვილის წიაღსვლები სხვის სახელზე გადაფორმებულ  ქეთი დოლიძის 15 ბინაზე), რეჟისორმა პოლიტოკოსს საპასუხო აპერკოტი უთავაზა (გაუჭირდებოდა!).
„დამპალო ნათელაშვილო, ცილისმწამებელო ნაძირალავ, გაიხსენე, როგორ წერდი საჩივრებს და კოსტავას დაპატიმრებას ითხოვდი? შენ, სწორედ შენ უნდა აგეკრძალოს ეს ამდენი ტყუილი და თახსირობა! ასე რომ შეგტკივა გული გაჭირვებულ ბავშვებზე, გადაეცი შენი სასახლე დუშეთში! რა ფულით გაქვს აშენებული?
უამრავი ხალხი მირეკავს აღშფოთებული, მაგას ნუ უპასუხებო! რა თქმა უნდა, ეგ ჩვენი პასუხის ღირსი არაა, მაგრამ, ერთხელ, ნატალია ბეხტერევამ თქვა, სიბოროტეს არ უნდა შეეგუო, ეს ანგრევს ადამიანსო! ეს ასეა! დიდი მადლობა! ეს მარტო მასხარა არაა. ეს მრავალი წელია კგბ-ს აგენტია და „დავერბოვკებული დონოსჩიკი"! ეს არარაობა! მორჩა მაგაზე ლაპარაკი!“ - წერს ქეთი დოლიძე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.