Russian English
ილია მეორე 18 ნოემბერს ვალიდიმერ პუტინს შეხვდება მოსკოვში
პარასკევი, 28 ოქტომბერი, 2016 - 18:32
„ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის, ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ”, – აცხადებს ილია მეორე რუსეთში ვიზიტის  წინ, „ჩვენ, პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს“.
18 ნოემბერს მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ვიზიტი იგეგმება. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის მიწვევით მიემგზავრება და კირილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. 
უწმინდესი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან და აფხაზებთანაც გეგმავს შეხვედრას. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
ხსენებულ იუბილეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრება, სადაც იგი, როგორც სახელმწიფოს  მეთაური თავის წილ პატივს  მიაგებს მიწვეულ პატრიარქებს, მათ შორის ილია მეორესაც.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.