Russian English
„ცუდია ამის შესახებ არჩევნების წინ რომ ვლაპარაკობთ, მანამდე უნდა გვეთქვა!“
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი, 2016 - 17:33
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი ინტერვიუს  მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ პოლიტიკაზე არაფერს შევეკითხებოდით. მეორე დღეს რედაქციაში მისი პრეს-მდივანი, მამა ანდრია გვესტუმრა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ამბები მოგვიყვა ხაშურსა და მის შემოგარენში არსებულ მიუვალ ეკლესია-მონასტრებზე:  
 
- სანამ მონასტრებზე გადავიდოდე, სურამისა და ხაშურის ეპარქიის კერძო სკოლაზე მინდა მოგიყვეთ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია ხაშურში. იმიტომ კი არა, რომ  იგი საპატრიარქოს ეკუთვნის და მეუფეა სკოლის დირექტორი. არა! ჩვენ გვყავს ყველაფრით წარმატებული ბავშევბი. ახლახან   ქიმიო-ბიოლოგია-ანატომიის ლაბორატორიაც გვაჩუქეს.
- ამ სკოლას თავისი ისტორია აქვს?
- დიახ. ის ჩვენმა  დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა გვაჩუქა. მანამდე შენობა სასტუმროსთვის იყო გამიზნული, მაგრამ ბატონმა ვალერიმ თავიდან ბოლომდე გაარემონტა და სასკოლოდ  აღჭურვა შენობა. სასტუმრო კი სხვაგან ააშენა. რაც მთავარია, სკოლის შენობა უსასყიდლოდ გადმოგვცა და დღესაც,  რამე რომ გვჭირდება - მერხები, ავეჯი, სტუმრების მიღება და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, მისი იმედი გვაქვს. ჩვენი თქმა არც სჭირდება... მარტო ეს არა. თუ ვინმეს რაიმე გასაჭირი აქვს, ნებისმიერს შეუძლია ვალერი გელაშვილთა მივიდეს. მისი პოვნა არ არის ძნელი, იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენთან არის მიუვალი და გადაკარგული მონასტრები...
- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, მეუფე სვიმეონმა ააშენა ყორან ქედის მონასტერი, რომელიც მალე  გაიხსნება. იქ ზამთარში რამდენიმე თვე იკეტება გზა და თუნდაც რომ მოწვიმოს,  ფეხით  დიდი წვალებით თუ მიუდგები.  ყორან ქედში ბერები მოღვაწეობენ. მეუფე სვიმეონი სანამ გახდებოდა ეპისკოპოსი, მანამდე ააშენა ეს კომლექსი. ზოგადად, მეუფე სვიმეონს არა ერთი მონასტერი აქვს აშენებული. ასევე, მინდა  განსაკუთრებით გამოვყო მიქაელ ულუმბოს სახელობის, ე.წ. ულუმბოს მონსტერი, რომელიც საჩხერის გზაზე მდებარეობს. ამ ეკლესიას  მე-6 საუკუნის ისტორია აქვს. მიქაელ ულუმბო   აცამეტი ასურელი მამიდან ერთ-ერთი იყო და ორნავიანი ტაძარიც მის სახელობის გახლავთ. თავის დროზე ტაძრის ნანგრევებს შემთხვევით წაადგა  არქიმანდრიტი  გაბრიელი, როდესაც გზა იწმინდებოდა  ტრაქტორით. სწორედ იქ აღმოჩენილი  ნანგრევების საფუძველზე აშენდა  ტაძარი. ეს უკანასკნელიც  მიუწვდომელია, 7 კილომეტრია ტრასიდან და მერე სულ მთაზე ადიხარ. ყოველ ზამთარს იქ  2-3 მეტრი თოვლი მოდის.
- მამა ანდრია, საინეტერესო ამბავს გვიყვებით ხაშურის შემოგარენის  ეკლესია-მონასტრებზე. როგორ ძლებენ იქ ბერები მთელი ზამთრის განმავლობაში?
- დიახ. ზამთარში აქ ძალიან მძიმე  პირობები დგება და ძალიან  მნიშვნელოვანია ისეთი მეცენატების მხარდაჭერა, როგორიც არის  ვალერი გელაშვილი. ძალიან გვეხმარება, როგორ არ ავღნიშნო - საკვები, შეშის მარაგი, სანთლები და ა.შ. კვირაცხოვლის და საკათედრო ტაძრებიც გელაშვილის აშენებულია უშუალოდ. ამას გარდა ბევრ ეკლესიას ეხმარება. მე სასულეირო პირი ვარ და ვისაც ჰქონია შეხება, არავისთვის  უთქვამს უარი. ასეთი შემთხვევა უბრალოდ არ არსებობს. მაგალითად, ახლა თავის მიერ აშენებულ  საკათედრო ტაძარს აპირკეთებს საკმაოდ  ძვირფასი მასალით. ცუდია, ამ ყველაფრის ლაპარკი ახლა რომ მიწევს.
- ცუდი რატომ არის?
- წინასაარჩევნოდ არ უნდა ვლაპარაკობდეთ ამაზე. მანამდე უნდა გველაპარაკა და იქნებ... რა ვიცი.   მაგრამ, თქვენც წინასაარჩევნოდ შემეკითხეთ. ჩვენ პოლიტიკისგან სრულიად შორს ვართ. არანაირად არ ვეხებით მას. უბრალოდ, ხალხმა უნდა იცოდეს შესახებ. ჩვენ სასულიერო პირები ვართ და ტყუილი ჩვენთვის სასიკვდილო ცოდვაა.  
  
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.