Russian English
გერმანულ სკოლებში პირველკლასელებს ალაჰისადმი ლოცვას აიძულებენ
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი, 2016 - 19:19
   გერმანიაში, ეთიკის გაკვეთილზე პირველ კლასელებს გერმანულ და არაბულ ენებზე ხმამაღლა აკითხებენ ყურანს. სკოლის დირექციამ ეს ფაქტი კულტურული მსოფლმედველობის გაფართოების მცდელობით ახსნა და რომ ბავშვებს უბრალოდ აჩვენეს როგორ ჟღერდა სხვადასხვა ენაზე წმინდა წერილი. 
   სკოლის ადამინისტრაციის მცდელობის მიუხედავად, დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინათ  ინცინდენტისთვის, ამ ფაქტმა გერმანიაში მასობრივი აღშფოთება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ პირველ კლასელებს მასწავლებელი აიძულებდა ხმამაღლა წარმოეთქვათ ფრაზები „ალაჰ აკბარ“  და „არ არსებობს სხვა ღმერთი ალაჰის გარდა“. ეს ფაქტი არც გახმაურდებოდა, რომ არა ერთ-ერთი შეშფოთებული მშობელის რეაქცია, რომელიც შემთხვევით სოციალურ ქსელში ფოტოს წააწყდა. სურათზე აღბეჭდილი იყო გერმანული ექსტრემისტურლი რელიგიური დაჯგუფების „გერმანელ პატრიოტთა ერთობის“ წევრები (Bündis Deutscher Patrioten), რომლებიც პირველკლასელებს მუსულმანურ ლოცვებს ურიგებდნენ. მასწავლებელი კი ბავშვებს ყურანის ამ ამონარიდების ხმამაღლა კითხვას დაიძულებდა. 
   როგორც სკოლაში განმარტეს, გაკვეთილი მხოლოდ რელიგიის საფუძვლებში უკეთ გაცნობას ემსახურებოდა. ამ გაკვეთილს მღვდელიც ესწრებოდა და  ბავშვები მუსულმანურ ლოცვასთან ერთად „მამაო ჩვენოსაც“ კითხულობდნენ. თუმცა ამ განმარტების მიუხედავად, დღემდე სკოლაში ათობით ანონიმური მუქარის ზარი ხორციელდება. 
   ინცინდენტს საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა და უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გერმანიის განათლების სამინისტრომ, შესაძლოა გადახედოს და სერიოზულად განიხილოს დაწყებით კლასებში არსებული გაკვეთილების ნუსხა და ფორმატი.  
 
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.