Russian English
სკანდალი! დედა სიდონიას ბრენდი SN - საყურეები მამაკაცებისთვის და ეროტიული მონაზვნები
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი, 2016 - 12:03
ქართველმა მონაზონმა სიდონიამ და მოდური ტანსაცმლის მოსკოველმა დიზაინერმა ალექსანდრე არუთინოვმა (რომელიც თბილისშია დაბადებულ-გაზრდილი), მომავალი ბიენალესთვის მზადება დაიწყეს. ისინი დიზაინერი და მოდელიორი თავიანთ ერთობლივ პროექტს მოსკოვში წარმოადგნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო პორტალი   „ნიუსჯორჯია“ და იქვე დასძენს, რომ მანამდე, სანამ ოფიციალურად წარმოდგენილი იქნებოდა მორთულობები, დედა სიდონიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა ორი ფოტო კოლექციიდან, რომლებიც მომავალი ბიენალეს დემონსტრირებას ახდენს.
დედა სოდინია საქართველოში ცნობილია თავისი ხელნაკეთი სამკაულებით.  სამი წლის წინ, მან დაიწყო აქსესუარების ახალი ხაზის შექმნა, რომელიც გამიზნულია არუთინოვის კოლექციისთვის.
სურათებში მოდელი ნაჩვენებია შესამოსელში, რომელიც მონაზონი ქალის კაბას ჰგავს, თუმცა მკაცრ შესამოსელს აცოცხლებს უჩვეულო აქსესუარები, რომელთა შორის არის მსხვილი საყურეები, ბეჭდები და მძივი-თასმა.
დედა სიდონია თავის სამკაულებს ბოლო სამი  წელია უშვებს ბრენდული  სახელწოდებით  Sidonia Nun. ნამუშევრებში დედაო იყენებს განსხვავებულ ტექნიკასა და  მასალას. მის მიერ შექმნილ აქსესუარებს უმეტესწილად თან სდევს ტრადიციული ქართული ნაქარგობა, ასევე მინანქარი და  ჭედურობა. ნამუშევრებში ხშირად გამოიყენება ვერცხლი და მარგალიტი.
დედა სიდონიას სამკაულებს უამრავი ცნობილი ქალბატონი და შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ატარებს. ოსტატობას მონაზონი წმინდა გიორგი სახელობის ბერძნულ მონასტერში დაეუფლა, სადაც 12 წელი გაატარა. როგორც თავად დედა სიდონია იძახის, ხელსაქმე - ეს არის ტრადიციული სამონასტრო შრომა. ტექნიკის დეტალები დედა სიდონიამ სხვა მონაზონებისგან ისწავლა, თუმცა ფერის შეგრძნება მას მამისგან გამოჰყვა, რომელიც მხატვარი იყო. 
საბერძნეთში  მონაზონმა მოასწრო ჩაებარებნა უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ისტორიას, არქეოლოგიას და ანთროპოლოგიას.
„ის, რომ ჩემი შეგნებული არჩევანი არის შავი ფერის სამოსი, არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებაში არსებული სხვა ფერები ჩემთვის მკვდარია. მე აღფრთოვენაბული ვარ გარესამყაროს მრავალფეროვნებით. ისევე როგორც თქვენ,  მკაფიოდ აღვიქვამ მის სიმშვენიერეს... შეიძლება ითქვას, ხვებზე უფრო მეტადაც კი“ - ამბობს მონაზონი.
დღეს დედა სიდონია დროის უმეტეს ნაწილს ატარებს  თბილისში არსებული თავის სახელოსნოში. მოდური აქსესუარების შექმნას იგი არ უყურებს,  როგორც ბიზნესს. მისთვის ეს საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.