Russian English
როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპი - ფსიქიატრების დასკვნა
შაბათი, 09 თებერვალი, 2019 - 13:40
როდესაც დონალდ ტრამპმა პირველად გააჟღერა პრეზიდენტობის სურვილი, მაშინ არათუ ამერიკელებს, მის უახლოეს გარემოცვასაც კი სასაცილოდ არ ეყოთ. თუმცა ისტორიას არც თუ ისე ცოტა მაგალითი ახსოვს, როდესაც დიდი ფული საბოლოოდ პოლიტიკაში წასვლის და ისტორიაში ჩაწერის სურვილს აღვიძებს.  დღეს უკვე სიტუაცია სულ სხვანაირია: დონალდ ტრამპი იანვრიდან თეთრ სახლში დაიდებს ბინას და ოვალურ კაბინეტში მომდევნო ოთხ წელს გაატარებს. თუმცა როგორც ამერიკელი ფსიქიატრები ვარაუდობენ,  მისი გემოვნების ადამიანი, შესაძლოა თეთრი სახლის კონსერვატორულ და შედარებით მკაცრ ინტერიერს საერთოდ ვერ მოერგოს და ამან მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს. 
  ამერიკის 45-ე პრეზიდენტი აქამდე ცოლთან და უმცროს ვაჟთან ერთად ნიუ-იორკში, პენთჰაუზში ცხოვრობდა. TrumpTower-ის ბოლო სამი სართული 1983 წელს დიზაინერმა ანჯელო დონიამ სპეციალურად ტრამპის გემოვნებით დააპროექტა. 
 
მთელი აპარტამენტი მარმარილოსა და 24 კარატიან ოქროშია ჩასმული. ანჯელო დონიას აზრით, რომელსაც სავარძლების სფეროს ივ სენ-ლორანს უწოდებენ, სწორად ასე უნდა გამოიყურებოდეს ლუდოვიკო XIV სტილის ინტერიერი. 
 
 
ჭერს ბროლის მასიური ჭაღი ამშვენებს, ხოლო უკანა პლანზე ჩანს თეთრი მარმარილოს პატარა შადრევანი. ჭერი ბერძნული მითებიდან ამოკრეფილი სცენების მიხედვითაა მოხატული. ყველაფერი ეს სრულიად მისაღები იქნებოდა, ჭერის სიმაღლე რომ მინიმუმ 5 მეტრი ყოფილიყო, ხოლო დარბაზი ხუთჯერ უფრო დიდი ზომის. მაგრამ ინტერიერის დიზაინის ასეთი გადაწყვეტილება, დიზაინერების (და არა მხოლოდ) მუდმივი ქილიკის მიზეზი იყო. 
 
 
ლანგრები, ჭაღები, სკამის ფეხები, ვაზები - სახლში ყველა ნივთი ოქროსგანაა გაკეთებული. 
 
 
მაგიდაზე ეროსის და ფსიქეს ბრინჯაოს ქანდაკების გვერდით დევს მუჰამედ ალის წიგნი, რომელიც 15,000 დოლარი ღირს. 
 
 
მოოქროვილი სურათების მაგიდა 
 
 
ჟურნალების მაგიდა 
 
 
მაგიდის სადგამი ოქროს ბერძნული ქანდაკებებით 
 
 
მელანი ტრამპის ოფისი. მარცხნივ კიდია რენუარის "ლოჟა" (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორიგინალის ასლია), ხოლო დივანზე დევს "ლუი ვიტონის" ძვირფასეულობების ჩემოდანი. 
 
 
ახლო ხედით.
 
 
ტრამპის აპარტამენტებში ოქროს ყველგან ნახავთ.
 
 
პენტჰაუსი 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ლიფტიც კი მოოქროვილია. 
 
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.