Russian English
დონალდ ტრამპი და ქართველი „ნაშობა"
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი, 2016 - 14:16
როდესაც 2012 წელს, მაშინ ჯერ კიდევ ბიზნესმენის ტიტულის მქონე მილიარდელი დონალდ ტრამპი საქართველოს ესტუმრა, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ, ეს გართობის მოყვარული და ენაკვიმატი ამერიკელი, ზე-სახელმწიფოს პრეზიდენტი  გხდებოდა. დონალდ ტრამპი იმ დროს მიხეილ სააკაშვილთან ბათუმში ე.წ. „ტრამპ-თაუერის" მშენებლობის პრეზენტაციაზე იყო ჩამოსული. 
შეხვედრა ბათუმში მოეწყო. მიხეილ სააკაშვილი მიზნესმენსა და მილიარდელს თავის ცნობილ ამპლუაში დახვდა - პომპეზურად და ქართველი მანდილოსნების გარემოცვაში. ტრამპის საპატივცემოდ მოწყობილ საღამოზე ბათუმში გადააფრინეს  ცნობილი სახეები, მათ შორის ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ბალერინა ლიკა ლაბაძე, ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი. იმ შეხვედრის ამსახველი ფოტოები ინტერნეტიდან რამდენიმე საათში გაქრა, თუმცა მაინც შევძელით ერთ-ერთი ფოტოს მოპოვება.  ბათუმში, აწ უკვე ამერიკის პრეზიდენტის საქართველოში მხიარული დროსტარების ფოტომასალა  ხელმიუწვდომელია. ამ შეხვედრის დეტალების გახმაურებას ქართველი ვარკსვლავები დღემდე კატეგორიულად გაურბიან. 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.