Russian English
ზურაბ დათუაშვილი: „ასეთი კვერცხი განათლების სისტემას რატომ უდგას სათავეში?!
შაბათი, 12 ნოემბერი, 2016 - 17:23
კანადაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ბლოგერი ზურაბ დათუაშვილი,  თავის მოსაზრებას ასე გამოთქვამს განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას „რეფორმებთან“ დაკავშირებით.  
„კომბლეს“ მოდერნიზებულ ვარიანტზე ვმუშაობ. გადავწყვიტე, მინისტრ ჯეჯელავას რეკომენდაცია გავითვალისწინო და კულმინაციურ მომენტში მოძალადე, აგრესორ მეცხვარეს მშიერი, დეკლასირებული მგელი არ მოვაკვლევინო. ჩემეულ ვარიანტში კომბლე ვერ მიხვდება, რომ მგელს მისი ცხვრები ჰყავს გადასანსლული, რადგან სადილის შემდეგ კბილები ჯაგრისით გამოიხეხა (ესეც მისაბაძი მაგალითი პატარებისათვის).
სიუჟეტური ხაზი კი გამოვკვანძე, მაგრამ ვერაფრით გადამიწყვეტია, რომელი პასტით გამოვახეხინო კბილები მსუნაგ მგელს, „სენსოდინით" თუ „ქოლგეითით". რომელი უფრო კარგად ებრძვის კარიესს 12 საათის განმავლობაში?
არავინ მითხრათ, რას მასხარაობ ამ ხნის კაციო.
რა მემასხარება! ჩემი შვილიშვილები საქართველოს სასკოლო ასაკის მოქალაქეები არიან, რომლის განათლების სისტემასაც ასეთი კვერცხი უდგას სათავეში“ 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.