Russian English
აყვანილია სამი ჩინელი სუტენიორი, რომლებიც ქართველ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ
შაბათი, 12 ნოემბერი, 2016 - 21:00
თბილისში პროსტიტუციაში თანამონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. აქედან, ორი ჩინეთის მოქალაქეა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაკავებულების საკუთრებაში სასტუმრო, რამოდენიმე ბარი და ჩინური მასაჟის სალონებია. ბრალდებულები როგორც ჩინელ, ისე ქართველ ქალებს მინიმალური გასამრჯელოს სანაცვლოდ სხეულით ვაჭრობას სთავაზობდნენ. 
პოლიციამ უკვე დაკითხა სასტუმროს პერსონალი და სალონის თანამშრომლები. ასევე ის ქალებიც, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებებში პროსტიტუციას ეწეოდნენ. 
საქართველოში პროსტიტუციას კანონით ისჯება. სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.  
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სექსმუშაკებს ეკისრებათ სანქცია, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციულ ჯარიმას მინიმალური შემოსავლის ნახევრის სახით, რომელიც ამ შემთხვევაში 20 ლარით განისაზღვრა. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.