Russian English
სერგეი ულიანოვი - ლენინის ძმა
ორშაბათი, 14 ნოემბერი, 2016 - 13:39
იცოდით, რომ საბჭოთა კავშირის დამფუძნებელს, ვლადიმერ ლენინს ტყუპი ძმა, სერგეი რომ ყავდა? მისი არსებობა მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ იცოდა და თვითონ ლენინიც საგულდაგულოდ მალავდა ამ ფაქტს. 
ცოტა ხნის წინ ისტორიკოსებს ხელში ჩაუვარდათ ფოტომასალა, რომელზეც ლენინი ტყუპისცალ ძმასთან ერთადააა აღბეჭდილი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ტყუპსცალი ისტორიის ფურცლებიდან ამოეშალა. 
 
სერგეი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო. მშობლები სიყვარულს არ აკლებდნენ და ხშირად ანებივრებდნენ. 
 
სერგეის ვალოდიასგან სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. გიჟდებოდა ცხოველებზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვეგეტარიანელი გახდა და ცხოვრების ამ სტილისთვის სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია.  
 
ერთხელ უფაში სერგეი სრულიად შემთხვევით ქუჩაში ვალოდიას გადაეყარა (მარცხნივ ვლადიმერ ილიჩი, მარჯვნივ - სერგეი ილიჩი). 
 
ვალოდიას სისასტიკისა და ოჯახის დანარჩენი წევრების რევოლუციური შეხედულებების გამო, სერგეი ცოტა ხნით ოჯახს ჩამოშორდა. 16 წლის ასაკში მშობლიური სახლიდან წავიდა და უფას გუბერნიაში დასახლდა, სადაც მალე ცოლად ადგილობრივი გოგონა, ზუხრე შეირთო. იმ დროს რუსეთში ტიფის ვირუსი მძვინვარებდა და ძმა და მშობლები ქორწილში არ ყოფილან.  
 
ცოტა ხნის შემდეგ სერგეიმ სცადა ძმა პაგანიზმით დაეინტერესებინა. თუმცა ამ ფოტოს გარდა სხვა არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ლენინი ძმის შეხედულებებს იზიარებდა. 
 
30 წლის ასაკში სერგეი ილიჩს ცვილით ვაჭრობის ბიზნესმა საკმარისზე მეტი მოგება მოუტანა, რის შედეგადაც თავს უფლება მისცა კიდევ სამი ცოლი შეერთო. 
 
1905 წლის აჯანყების შემდეგ, ახალგაზრდა კომუნისტურ პარტიას მძიმე პერიოდი დაუდგა. ვლადიმერ ილიჩმა გამსავალს მიაგნო და  1906 წლის თებერვალში ძმას დახმარება სთხოვა. „რევოლუცია სახსრების გარეშე დაიღუპება“ - წერდა ლენინი თავის ცნობილ წერილში. სერგეი განზე არ გამდგარა, გაყიდა მთელი თავისი ცვილის მარაგი და რევოლუციის გადასარჩენად პეტროგრადში გაემგზავრა. 
 
ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დროს ძმები ერთმანეთის გვერდით იდგნენ. 
 
ლენინი ყოველთვის ითვალისწინებდა ძმის რჩევას. „ხშირად ამბობდა ხოლმე, ერთად უძლეველი ძალა ვართო“. - ვკითხულობთ ნადეჟდა კრუპსკაიას მოგონებებში. 
 
იდენტური ვიზუალი ხანდახან კომიკურ სიტუაციებსაც ქმნიდა. ეს სურათი სერგეი ილიჩმა ფოტოატელიეში გადაიღო, რომელიც კრემლში შესასვლელი საშვისთვის სჭირდებოდა.  საშვზე მოგვიანებით შეცდომით დააწერეს „ლენინი ვ.ი.“.
 
  ლენინის გარდაცვალებისა და ხელისუფლებაში სტალინის მოსვლის შემდეგ, ლენინის თანამოაზრეებზე ნადირობის სეზონი გამოცხადაა. რა თქმა უნდა ამ სიაში სერგეიც აღმოჩნდა. 
   სერგეი ძმას გაჭრილი ვაშლივით გავდა და თავისუფლად შეეძლო საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში ჩადგომოდა. მაგრამ ნაცვლად ამისა, იძულებული იყო  ჯერ ლიტვაში გაქცეულიყო, ხოლოდ იქედან რუმინეთის გავლით შვეიცარიისთვის შეეფარებინა თავი. „რეპრესიების შემეშინდა. იმის, რომ ვეღარ მოვახერხებდი ჩემი ქვეყნისთვის რაიმე კარგის მოტანას და ჩემი ძმის დაწყებული საქმის გაგრძელებას“ - წერდა თავის დღიურებში. 
 
 
მექსიკა სერგეი ულიანოვისთვის მეორე სახლი გახდა. სერგეი მუშაობდა, მისი სტატიები გაზეთში იბეჭდებოდა და სწორედ იქ გამოსცა თავისი ცნობილი ნამუშევარი „Поворот истории вспять». წიგნი არაერთ ენაზე ითარგმნა და 40-ჯერ გამოიცა. 
 
 
სერგეი ულიანოვი 1965 წელს, კუბაზე გარდაიცვალა. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.