Russian English
ვინ არის 4 ქართველი პოლიტიკოსი, ვინც ოქროს „ტრამპოფონი“ იყიდა
სამშაბათი, 15 ნოემბერი, 2016 - 13:40
რუსულმა კომპანია „კავიარმა", რომელიც ტექნიკის გრავირებითაა დაკავებული, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის სახელობის ახალი iPhone 7 გამოუშვა. ტელეფონი ამერიკა-რუსეთის მომოვალი მეგობრობის ნიშნად უკვე გაუგზავნეს ადრესატს. შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ ეს სიმბოლური საჩუქარი ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების საწინდარი გახდება. 
ტელეფონების ახალი სერია Supreime Trump Changeover შეზღუდული ტირაჟით გამოვა. მსოფლიოში მხოლოდ 99 ადამიანს ექნება „ტრამპოფონის" ფლობის პატივი და როგორც ცნობილი გახდა,  ოთხი შეკვეთა უკვე მიღებულია საქართველოდან (თანაც, ზემო ეშელონებიდან). სმარტფონის უკანა ნაწილი მთლიანად მოოქროვილია და მასზე დონალდ ტრამპის პორტრეტთან ერთად, ამერიკის გერბია დატანილი. ასევე ტრამპის ცნობილი სლოგანიც, Make America Great Again (გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული), რომლითაც მან საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. 
სმარტფონის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს ტელეფონი იმედის სიმბოლოა, რომ რუსეთი და ამერიკა შეძლებენ ყველა წინაღობვის გადალახვას და რომ ეს ორი უდიდესი ქვეყანა ერთმანეთთან თანამეგობრობის საშუალებით ახალ ისტორიას შექმნის. 
 „ტრამპოფონის შეძენა" მსურველს სულ რაღაც 197 000 რუბლი (3,000$) დაუჯდება. მაშინ როდესაც იგივე სმარტფონი პუტინის გამოსახულებით 247 000 რუბლი ანუ ორჯერ მეტი ღირს. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.