Russian English
სკანდალი სკოლებში! „ვირისტყაოსანი“ შვილზე დაქორწინებულ მამაზე „კომბლეს“ ჩაანაცვლებს
სამშაბათი, 15 ნოემბერი, 2016 - 15:45
როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაში „კომბლე“ და მთელი  ქართული „ზღაპრობა“ ისვენებს.
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა და ამ ამბავს იმდენად განიცდიდა, ჭკუიდან შეცდა. სხვა ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია. გავიდა რამდენიმე წელიწადი და მისი ასული გაიზარდა. ძალიან ჰგავდა დედას, მასავით მშვენიერი და სათნო გოგონა იყო. შვილის შემხედვარე შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა - გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად. საბრალო გოგომ არ იცოდა რა ექნა, შეწუხებულმა მეგობარ ფერიას სთხოვა დახმარება...“
რატომ არის ინცესტსა და პედოფილიაზე დაფუძნებული ზღაპრები ბავშვებისთვის განკუთვნილი, ამაზე განათლების სამინისტროს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. იგივე კლასგარეშე ლიტერატურაში სასკოლო ასაკის ბავშვებში შეყვანილია  შარლ პეროს ზღაპრები, მათ შორის „ვირის ტყავი“, რომლიდანაც ციტატა ზემოთ მოვიყვანეთ. 
ფოტოზე გამოსახულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2011 წელს გამოცემული შარლ პეროს ზრაპრების, კერძოდ  „ვირის ტყავი"-ს წიგნის ერთ-ერთი გვერდი.
ერთი შეხედვით უწყინარ ზღაპარში, რომელიც დაქვრივებულ მეფეზე მოგვითხრობს, მოულოდნელად უცნაურ პასაჟს ვაწყდებით - მეფეს, რომელიც საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინებას გადაწყვეტს. 
წესით და რიგით, განათლების მინისტრს  „კომბლე“-თი არ უნდა დაეწყო.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.