Russian English
სოხუმის სამშობიარო - სუსტი გულის მქონეებმა არ ნახოთ!
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი, 2016 - 14:27
  ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე, სოხუმელმა ექიმებმა სოხუმის სამშობიარო სახლის სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრეს. თუმცა ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო - გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაღებული. ბუზები, ტარაკნები, ანტისანიტატია და არანაირი ჰიგიერნის ნორმები - ამ პირობებში იბადებიან ახალშობილები.  
 
სამშობიარო სახლის კიდევ ერთი ბინადარი. 
ასე გამოიყურება სოხუმის სამშობიაროს მედპერსონალის ხელები. მათ შორის ბებიაქალების.

გინეკოლოგების მთვარი საქმიანობის ინსტრუმენტი - საქსოვი ჩხირები და შალის ძაფი.
მედპერსონალი არ იცავს ელემენტარულ ჩაცმის სტანდარტებს.
ფოტოზე - სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი. 
თმები იატაკზე და ანტისანიტარია ჩვეულებრივი მოვლენაა. 
თეთრეულისა და სამედიცინო ტანისამოსის გასარეცხი ოთახი. ჭუჭყიანი თეთრეული გადააქვთ ყველანაირი დახურული კონტეინერის გარეშე. იატაკზე ჭუჭყის ლაქებია, ხოლო კედლები ნესტით და სოკოთია დაფარული.
ხელის დასაბანად მედპერსონალი ანტისეპტიკური საპნის ნაცვლად სარეცხ საპონს იყენებს. 
ბავშვის საფენები პირსახოცის მაგივრობასაც წევს. 
 
დანარჩენი ფოტოები კომენტარსაც არ საჭიროებენ - მიმხმარი თმების ბღუჯას, ხილის ნარჩენებს, ჟანგს, სიბინძურეს, ნესტს და ანტისანიტარიას შენობის ნებისმიერ წერტილში შეხვდებით. 
 
  
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.