Russian English
აფხაზეთში ოჩამჩირეს ასფალტის ქარხნის დირექტორი გაიტაცეს
პარასკევი, 18 ნოემბერი, 2016 - 11:24
აძუბჟას ტერიტორიიდან ნიღბიანებმა რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს. აქედან ერთ-ერთი მალე გაათავისუფლეს, ხოლო მეორე ბიზნესმენს, რომლის ვინაობასაც არ ახმაურებენ, დღემდე ეძებენ. 
აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დღემდე უცნობია 1957 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქის ადგილსამყოფელი. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად განუცხადა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ. განთავისუფლებული ტყვე ოჩამჩირეს ასფალტის ქარხნის დირექტორი აღმოჩნდა. მინისტრის განცხადებით, დაზარალებული მხარე აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. თუმცა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გატაცებული ბიზნესმენის კვალის მისაგნებად სპეცოპერაციებს მაინც ატარებს. 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.