Russian English
რა ღირს ქართული ნაწარმი ამაზონზე?
პარასკევი, 18 ნოემბერი, 2016 - 12:24
  ქართული პროდუქტები საერთოაშორისო ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური პროდუქტების ევროპულ მაღაზიებში მოძიება რთულია, მისი შეძენა უკვე ინტერნეტითაა შესაძლებელი. 
  ინტერნეტ პროდუქციის ყველაზე დიდი ქსელი „ამაზონი“ მზადაა მოგაწოდოთ ქართული პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუმცა ფასები, რომელსაც „ამაზონზე“ ვხვდებით, დაახლოებით ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამ პროდუქტების რეალური ღირებულება. 
   
  გოზინაყი, ჯემი, ჩურჩხელა და ქართული წარმოების თაფლი უცხოელი ტკბილეულის მოყვარულთათვის ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა. ეს პროდუქტები განსაკუთრებით პოპულარულია იმ ქვეყნებში, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საკვებს ანიჭებენ უპირატესობა. თუმცა ქართული ნაწარმის დაგემოვნება და სტუმებთან თავის მოწონება, უცხოელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. გოზინაყის ფასი 27,98 დოლარია ადგილზე მიტანის საფასურის გარეშე, ხოლო საფასურთან ერთად ჯამში 40 დოლარი ჯდება. 
 
   ტკბილეულობასთან ერთად არანაკლებ პოპულაურიალი ქართული სანელებლები. მათ შორის ფავორიტად სვანური მარილი ითვლება რომლის ფასი 14 $ (+6 $ ჩამოტანის ფასი). ამაზონზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული ტყემალი, ჯონჯოლი, სუნელები და მინერალური წყლები - ლიკანი და ბორჯობი, სულ რაღაც 29 $-ად.
 
 
    ამ პროდუქციის უმრავლესობას ამაზონზე კომპანია „Georgian Gourmet” ყიდის. კომპანია  ბაზარზე 2013 წლის თებერვლიდან გამოჩნდა და მას მერე ინტერნეტში ქართული პროდუქცის გაყიდვით საკმაოდ მყარი პოზიცია უჭირავს. თავდაპირველად „Georgian Gourmet” ოჯახური ბიზნესი იყო, რომელიც ქართულ პროდუქტს მხოლოდ თავის საიტზე ყიდდა, ახლა კი მათი ნაწარმის შეძენა უკვე „ამაზონზცაა“ შესაძლებელი. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.