Russian English
დაკავებული სატანისტი ახალგაზრდების ადვოკატმა ქამრით თავი ჩამოიხრჩო
კვირა, 20 ნოემბერი, 2016 - 18:33
სასამართლომ გახსნა საქმე, რომელიც 2008 წელს რუსეთში, ქალაქ იაროსლავში მოხდა. არასრულწლოვანმა სატანისტებმა მოკლეს და დაანაწევრეს სამი გოგონა და ერთი ბიჭი. 
სექტის ლიდერს, 21 წლის ნიკოლაი ოგოლობიაკს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 20 წელი მიუსაჯეს. იგივე კოლონიაში გააგზავნეს მისი თანამზრახველი კონსტანტინ ბარანოვი, რომელსაც სასამართლომ 10 წლიანი სასჯელი, ხოლო სექტის დანარჩენ წევრებს  7-დან 10 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში ყველა მათგანი არასრულწლოვანი იყო. 
სატანისტებმა სასამართლოზე აღიარეს, რომ მათი სექტა 2006 წლიდან ფუნქციონირებდა. თავდაპირველად მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ცხოველებზე ატარებდნენ. შემდეგ უკვე საფლავების გათხრა და ადამიანების ჭამა დაიწყეს. ორი წლის შემდეგ „განვითარდნენ“ და გადაწყვიტეს მიღწევათა სიაში ადამიანის მკვლელობაც შეეტანათ. სატანისტებმა სექტის გაფართოებისა და ახალ საფეხურზე აყვანის მიზნით, პირველ დღეს მოკლეს ორი გოგონა, ხოლო შემდეგ გოგო და ბიჭი. ცხედრები დაანაკუწეს, სხეულის ნაწილები შეჭამეს, ნარჩენები კი წყლით სავსე თხრილში ჩაყარეს. იქვე დაამაგრეს ამობრუნებული ჯვარი, რომელზეც მოკლული კატა დაკიდეს. 
 ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომების ოქმებმა  35 ტომი  შეადგინა. თავად პროცესი წელიწად ნახევარს გაგრძელდა. სატანისტებს ბრალი წაუყენეს რიტუალურ განზრახ მკვლელობებში, მიცვალებულების საფლავიდან ამოთხრა-დასახიჩრებაში და კანიბალიზმში. 
გარდა დანაშაულის სიმძიმისა, ეს საქმე ორმაგად რეზონანსული გახდა მას შემდეგ რაც, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატმა საკუთარ ოფისში, ქამრით თავი ჩამოიხრჩო. 
ამ ფაქტის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რაც სანკტ-პეტერბურგში პოლიციამ დააკავა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ბრალი სკოლის მოსწავლე გოგონას მკვლელობასა და კანიბალიზმში ედებოდათ. ბოროტმოქმედები, რომლებიც გოთების სექტის წევრები აღმოჩნდნენ, ფოტოსესიის მოტივით გოგონა ჯერ სახლში დაპატიჟეს, შემდეგ აბაზანაში ჩაახრჩვეს და დაანაკუწეს. მოკლულის ორგანოები ღუმელში გამოაცხვეს და შეჭამეს, ხოლო დანარჩენი ნაწილები ნაგვის პარკში ჩატენეს და წყალში გადაყარეს. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებს მუსიკალური ჯგუფი ჰქონდათ, ხოლო მსხვერპლი მათი მსმენელი აღმოჩნდა. დაკითხვის დროს კანიბალებმა განაცხადეს, რომ მკვლელობის შემდეგ შიმშილის გრძნობამ შეაწუხათ და მოკლულის სხეულის ნაწილები კატროფილთან ერთად შეწვეს და ისე მიირთვეს.  ორივე ბოროტმოქმედს სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
სასამართლო პროცესის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთმა დამნაშავემ, მაქსიმ გლავასტიხმა, მოკლულის დედის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც გაირკვა, კანიბალს არ მოეწონა მსხვერპლის დედის მის მიმართ წარმოთქმული სიტყვები, სადაც დაზარალებული მხარე მას კაციჭამია ნაძირალას უწოდებდა. როგორც კანიბალის განცხადებაშია აღნიშნული, მას სიტყვიერი და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს და მოითხოვს, რომ მოკლულის დედას ამ სიტყვებისთვის პასუხი აგებინონ. გლავასტიხს მხარს უმაგრებენ სექტის წევრები და მეგობრები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ  მათი მეგობრის მიერ მოკლული და შემდეგ შეჭმული გოგონას დედამ ამ სიტყვებისთვის პასუხი უნდა აგოს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.