Russian English
კრისტიანუ რონალდუმ ოფიციალურად აღიარა რომ ჰომოსექსუალია
ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2016 - 12:07
სამეფო კლუბ „რეალის“ თავდამსხმელმა და აპორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრისტიანო რონალდუმ საკნდალური განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. როგორც ესპანური პრესა იუწყება, ფეხბურთელმა ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და „ქამინგ-აუთად“ შეიძლება არც ჩაითვალოს. 
  რონალდუს აღიარების მიზეზი  „ატლეტიკოს“ ნახევარმცველის კრიტიკა გახდა, როდესაც მან პორტუგალიელ ფეხბურთელს ჰომოსექსუალი უწოდა, რასაკვირველია ბევრად უხეში ფორმით. რონალდუმაც შესაბამისად პასუხი ამ ფორმით გასცა: „დიახაც გეი ვარ, სამაგიეროდ ბევრი ფული მაქვს“. ეს ფრაზაც ბევრად უხამსად იყო ნათქვამი, თუმცა მედიამ, რომელმაც ეს განცხადება გაავრცელა, ცენზურის დაცვა გადაწყვიტა. 
  „რალის“ ფორვარდის სექსუალურ ორიენტაციაზე ბევრი შეკითხვა ჩნდებოდა და არც თუ ისე უმიზეზოდ. შარშან პრესა აქტიურად ადევნებდა თვალს მის ხშირ ვიზიტებს მაროკოშ, სადაც ფეხბურთელი თავის მეგობარს, კიკბოქსერ ბარდ ჰარის სტუმრობდა. 
  ეს თემა სავარაუდოდ არც წამოიწეოდა, რომ არა რეალი-ატლეტიკოს მატჩი, რომელიც 3:0 დამთავრდა და სამივე გოლი ატლეტიკოს კარში რონალდუმ გაიტანა. ამის დამსახურებით კრისტიანუ საუკეთესო ბომბარდირების სიის თავში მოექცა. 
  შეგახსენებთ, რომ კრისტიანუ რონალდუ ცნობილ მოდელს, ირინა შიკს 5 წლის განმავლობაში ხვდებოდა და გავრცელებული ჭორების მიხედვით მათი დაშორების მიზეზი, სწორედ ფეხბურთელის ორიენტაცია გახდა. 
რონალდუს ყავს 6 წლის ვაჟი კრისტიანუ, რომელიც მასთან ცხოვრობს. ფეხბურთელი დედის ვინაობას არც პრესას და არც ოჯახის წევრებს არ უმხელს.   
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.