Russian English
(VIDEO) რატომ გადმოხტა მე-8 სართულიდან ნახევრადშიშველი დასისხლიანებული მამაკაცი
ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2016 - 18:34
ინტერნეტში  შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა. ერთიანად გასისხლიანებუი მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოხტომას ცდილობს. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ცდილობენ ახალგაზრდა კაცის უკან მდგარნი მის  ბინაში შეთრევას. მამაკაცი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს და პერიოდულად შუშის ნამსხვრევით საკუთარ თავს ისერავს.
რამდენიმე წამში მამაკაცი ფანჯრიდან ხტება და სამი სართულით ქვემოთ, მესამე სართულზე არსებული მიშენების სახურავზე ეცემა. თითქმის მაშინვე კონვულსიები ეწყება, თუმცა ცოტა ხანში გონზე მოდის და მიშენებიდან გადახტომასაც ცდილობს.  მისი მეორე ცდა უშედეგოდ სრულდება - სახურავზე გამოჩენილმა მაშველი  თვითმკვლელს ამის  ჩადენის შესაძლებლობას აღარ აძლევს.
ხსენებული შემთხვევა ორ დღის წინ,  უკრაინაში დაფიქსირდა. ახალგაზრდა მამაკაცი 20 წლისაა და თვითმკვლელობას მეგობარ გოგონასთან კონფლიქტის გამო ცდილობდა. როგორც გაირკვა, ინცინდენტის დროს სახლში  მისი მშობლებიც იმყოფებოდნენ და  ცდილობდნენ  მის შეჩერებას. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა უკრაინელი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მამაკაცი გადაყვანილი საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.