Russian English
საქართველოში შემოსული 15 ლარიანი ჩინური სიგარეტი „აბოლებს“
სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2016 - 15:20
  ქართულ ბაზარზე თამბაქოს ახალი ნაწარმი გამოჩნდა. ჩინური სიგარეტი Chunghwa უკვე იყიდება ლოტოს ჯიხურებში და მისი ფასი არც მეტი არც ნაკლები... 15 ლარია! ოღონდ ჩინური ნაწარმის მთელი ხიბლი მის ფასში როდია. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, სიგარეტი "აბოლებს". 
  Chunghwa-ს შანხაის თამბაქოს ქარხანა აწარმოებს და ჩინეთში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.  სიგარეტი მსოფლიო ბაზარზე 1988 წელს შემოვიდა და სულ მალე მდიდრული ცხოვრებისა და ფუფუნების სიმბოლოდ გადაიქცა. ჩინეთში ითვლება, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხელში ამ ბრენდის სიგარეტი უჭირავს,  საზოგადოების მაღალ ფენას მიეკუთვნება. იგივე ხდება სიგარეტის მეორე ნაციონალურ ბრენდთან "Panda"-სთან მიმართებაშიც.  მიუხედავად იმისა, რომ  სხვა თამბაქოს ნაწარმთან შედარებით, ამ ბრენდის პროდუქტი სამჯერ და ოთხჯერ უფრო ძვირია, ჩინელები უპირატესობას მაინც მას ანიჭებენ. მიზეზი კი არა თამბაქოს განსაკუთრებული ხარისხი, არამედ  ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე, დენ სიაპონია. სწორედ ამ ბრენდის სიგარეტს მოიხმარდა სიაპონი წლების განმავლობაში და ჩინელებისთვის ეს სიგარეტი სტატუსისი ილუზიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე თამბაქოსთან. 
  რამდენად შესწავლილია ჩინური სიგარეტის შემადგენლობა და არის თუ არა მასში თამქასო გარდა კიდე სხვა ინგრედიენტი შერეული, უცნობია. თუმცა როგორ სოციალური ქსელის Forum.ge-ს მომხმარებლები აცხადებენ, სიგარეტი მძიმეა, ძლიერი და გამაბრუებელ ეფექტს იწვევს. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.