Russian English
მსოფლიოში პირველი ტყუპი-შვიდეული ცოცხალი დარჩა
ოთხშაბათი, 23 ნოემბერი, 2016 - 12:02
 ეს სამი გოგონა და ოთხი ბიჭი სამედიცინო ისტორიაში სასწაულად არიან მიჩნეულები. შვიდივე მათგანი ტყუპისცალია და ყველა გადარჩა. ცოტა ხნის წინ შვიდეულს 18 წელი შუსრულდა. 
  1997 წლის 19 ნოემბერს ბობი მაკკოგი და მისი ქმარი კენი, გაზეთების პირველ გვერდებზე აღმოჩნდნენ. ცოლ-ქმარი ისტორიაში პირველად, ერთდროულად შვიდი შვილის მშობლები გახდნენ და აქედან ყველა მათგანი ჯანმრთელია. კენი ჯუნიორი, ალექსისი, ნატაშა, კელსი, ნეიტანი, ბრენდონი და ჯოელი დაბადებისას მხოლოდ 1,13-დან 1,54 კილოგრამამდე იწონიდნენ. 
  დღეს ტყუპები უკვე სკოლას ამთავრებენ და სამომავლო გეგმებს აწყობენ. ბრენდონი აპირებს ამერიკის ჯარს შეუერთდეს, ხოლო დანარჩენი 6, კოლეჯისკენ მიმავალ გზას დაადგება. ტყუპებს ყავთ უფროსი და, მიქაელა, რომელიც ცოტა ხნის წინ გათხოვდა და მშობლების სახლის მეზობლად ცხოვრობს. „მათი წასვლა ალბათ ჩვენთვის უდიდესი გარდატეხის პერიოდი იქნება“ - ამბობს ტყუპების დედა და მართალიცაა. სახლი სადაც აქამდე 7 ბავში ცხოვრობდა ერთ დღეს დაცარიელდება. 
   მიქაელას დაბადების შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა მეორე ბავშვი ხელოვნური განაყოფიერების გზით გაეჩინა. განაყოფიერებული ემბრიონებიდან 7 სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ვინაიდან წყვილი საკმაოდ რელიგურია, შვიდივე მათგანის შენარჩუნება გადაწყვიტეს. 
  რასაკვირველია ექიმები რისკ-ფაქტორების არსებობის შესახებ ბობის გამუდმებით აფრთხილებდნენ, მაგრამ ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა ორი ბავში, ნეიტანი და ალექსისი ცერებრალური დამბლით დაიბადნენ და ფეხზე გასავლელად არაერთი ოპერაციის გადატანა მოუხდათ. 
  უჩვეულო ოჯახს საქველმოქმედო ორგანიზაცები აქტიურ დახმარებას უწევდნენ: გადასცეს 7 საძინებლიანი სახლი, ბავშვებს მუდმივად ჰქონდათ საკვები და ზაფხულის არდადაგებსაც უფასოდ ატარებდნენ სხვადასხვა ბანაკებში. ტყუპებს დაბადებისთანავე რამდენიმე უნივერსიტეტმა უფასო განათლების მიღება აღუთქვა. ოჯახს ერთხელ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშიც ესტუმრა. 
  „მთელი ცხოვრება ვუხსნი შვილებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად არ მოდის. ასეთი სახლის ყიდვას ჩვენი შემოსავლით ვერასოდეს შევძლებდით. სულ იმას ჩავჩიჩინებ, რომ თუ უნდათ რამეს მიაღწიონ, ამისთვის სათანადოდ უნდა იშრომონ“ - განაცხადა ტყუპების მამამ ერთ-ერთ ინტერვიუში. 
  ტყუპებს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა აქვთ და აცხადებენ, რომ ჩვეულებრივი და-ძმებისგან განსხვავებით, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.