Russian English
„გერდა, ფიფქია, კონკია და მძინარე მზეთუნახავი ნაადრევი ქორწინებისკენ იყვნენ მიდრეკილნი“
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი, 2016 - 12:56
ცნობილი ბლოგერი  მალხაზ თოფურია შემდეგ  პოსტს   დებს:
„საოცარი ლოგიკა აქვს ჯეჯელავას - ჩვენი ზღაპრის გმირები წიგნებს არ კითხულობდნენ და სამაგალითონი ვერ იქნებიანო. გადავხედე სხვა ქვეყნების ზღაპრის გმირებს და ვერავის შევატყვე ჩვენ ზღაპრის გმირებზე მეტი წიგნიერება.  არც კარლსონი, არც პეპი, არც წითელქუდა, არც ალადინი და არც პინოქიო (ეს უკანასკნელი მთლად ვირად იქცა უწიგნურობისგან) არ იკლავდნენ თავს წიგნისთვის. კაი და გერდა, ფიფქია, კონკია, მძინარე მზეთუნახავი ხომ საერთოდ ნაადრევი ქორწინებისკენ იყვნენ მიდრეკილები, სად ეცალათ წინგნებისთვის. ზღაპრებს რომ შევეშვათ, მოზარდების მსოფლიო ლიტერატურული გმირები მთლად წყალწაღებული ოროსნები არიან. ტომ სოიერი და ჰეკლბერ ფინი ალბათ ბავშვთა კოლონიაში უნდა გავამწესოთ, ღია გალიაში და ჯეჯელავას მიერ შერჩეული ბუთხუზა ზღაპარწაუკითხავი ათოსნები ექსკურსიაზე უნდა წავიყვანოთ იმის სანახავად, თუ რა ემართებათ ოროსნებს.
„ბულკივით" კაცია ეს ჩვენი განათლების მინისტრი. რაღაც ამბავში სიმპათიებსაც კი იწვევს და დავიჯერო არავინ ჰყავს მოკეთე ერთი, რომ დაუცაცხანოს, დაანებე ამ ზღაპრებს თავიო“ - წერს მალხაზ თოფურია.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.