Russian English
ეს კოკსაკია! - თუ ბავშვს ამ სიმპტომებს აღმოუჩენთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს
ორშაბათი, 07 თებერვალი, 2022 - 19:03
ზამთრის დადგომასთან ერთად, ვირუსები და ეპიდემიების გავრცელების საფრთხე იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობა აცრილია და ზოგიერთებს გრიპის სპეციალური ვაქცინაც აქვთ გაკეთებული, ინფექციური დაავადებები გამუდმებით განიცდიან მუტაციას და საფრთხისგან ბოლომდე დაცული არავინაა. ვირუსოლოგების ვარაუდოთ წელს განსაკუთრებულად თავს იჩენს კოკსაკის ვირუსი. 
კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსულ ჯგუფს მიეკუთვნება და გარეგნულად ძალიან ჰგავს ქუნთრუშას. ვირუსის პირველი შემთხვევა გასული საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკის ქალაქ კოკსაკში დაფიქსირდა. ვირუსი თავიდან გაციების მსგავსად იწყება, რომელსაც თან ახლავს წითელი გამონაყარი. დაავადება როგორც წესი  მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც 3-5 დღეს გრძელდება. პირის ღრუში, ლორწოვანზე, ენაზე, ხახაზე და ლოყის შიგნითა ზედაპირზე ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი.  ხელისა და ფეხის გულებზე არსებულ გამონაყარს, ხშირად თან სდევს ქავილიც და სწორედ ამიტომ მისი არევა ქუნთრუშასთან ძალიან ადვილია. 
ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე, ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. მისი გავრცელების პირველწყარო ჭუჭყიანი გარემოა. გადაცემა ძირითადად ხდება დახურულ სივრცეში, ბაღებსა და სკოლებში. ვირუსის პირველი ობიექტები მცირეწლოვანი ბავშვები არიან. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდება მხოლოდ ხელების ხშირი დაბანით და სისუფთავის შენარჩუნებითაა შესაძლებელი. 
დაავადების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს, რომ  ის კოკსაკის ვირუსია თუ ქუნთრუშა. ვინაიდან ზემოთ აღნიშნულ ვირუსს სჭირდება სიმპტომური მხურნალობა, ხოლო ქუნთრუშას - ანტიბიოტიკური, თვითმკურნალობა დაუშვებელია. ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ თვითმკურნალობამ ამ შემთხვევაში შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიღოს. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.