Russian English
(VIDEO) დიდი გეი-სკანდალი აფხაზეთში! გაგრის მოსახლეობა საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი, 2016 - 23:02
აფხაზეთში ახალი სკანდალი აგორდა. გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცს აიძულებენ ერთ-ერთ ბიზნესმენთან სექსუალური კონტაქტი აღიაროს და ასევე გამოტყდეს იმაშიც, რომ ჰომოსექსუალურ აქტივობაში სხვა ადამიანების ჩათრევასაც ცდილობს. 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ ფაქტმა მოსახლეობაში სერიოზული აღშფოთება გამოიწვია, რაც მოგვიანებით მასობრივ პროტესტში გადაიზარდა. 
სკანდალის ცენტში აღმოჩნდა რუსი ბიზნესმენი იგორ ვაროვი, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთში საწარმოების „კონტინენტ-M“-ისა და “კონტი - ბითუმად ვაჭრობა“-ს მფლობელია. 
აფხაზი ჟურნალისტის, ანტონ კრივენიუკის აზრით, სახეზე გვაქვს გავლენის სფეროს გადათამაშების ტიპიური მაგალითი. 
„პრობლემა გეებში კი არა,  გაგრაში არსებული საბითუმო ვაჭრობის ბაზრის ხელში ჩაგდებაშია. აფხაზურ პირობებში ეს უპირობო მეთოდია - თუ საზოგადოების თვალში გეი ხარ,  დროა ჩემოდნების ჩალაგება დაიწყო, იმიტომ რომ შენ არ გაქვს უფლება საკუთარი ბიზნესისთვის იბრძოლო“ - წერს კრივენიუკი. 
შეგახსენებთ, რომ საწარმო „კონტის“ გენერალურ დირექტორს რამდენჯერმე დაესხნენ თავს სხვადასხვა კლანების წარმომადგენლები. ასევე, 2012 წლის აპრილში თავდასხმა იქნა განხორციელებული ვაროვზეც.  რამდენიმე წლის მანძილზე ბიზნესმენისთვის  სხვადასხვა დანაშაულში ბრალის წაყენება სცადეს. 
როგორც ვაროვმა თავად ახსნა „აქ უბრალოდ ცხოვრების ასეთი წესია. აფხაზეთში არავინ არაფერს ქმნის, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ რა წაგართვან. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდებს გამოიყენებენ. მთავარია ადამიანს ნერვებმა უმტყუნოს და ყველაფერი მიატოვოს“. 
იგორ ვაროვი ფონდის „ქალაქი ნარკოტიკების გარეშე“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ფონდიდან წასვლის შემდეგ ვაროვი ჯერ სოჭში გადავიდა, შემდეგ კი აფხაზეთს მიაშურა. გაგრაში მან გახსნა სუპერმარკეტი „კონტინენტი“. საქმეები საკმაოდ კარგად მიდიოდა იქამდე, სანამ პოლიტიკაში არ მოინდომა „ცხვირის ჩაყოფა“. სწორედ ამ ფაქტით გამოიწვია დე-ფაქტო ხელისუფლების გაღიზიანება. მიზეზი კი ბიზნესმენის ხმამაღალი განცხადებები გახდა.   რუსული ბიზნესის შევიწროებასთან დაკავშირებით მან დე-ფაქტო სახელმწიფოს პოლიტიკის კრიტიკა დაიწყო. 
გარკვეული პერიოდის შემდეგ ვაროვი დააკავეს მოქალაქე ანდრეი ჩულანოვისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო. ბიზნესმენი დააკავეს და ციხეში ერთი კვირა გაატარებინეს. აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ განაჩენი ბათილად სცნო და ვაროვი გაათავისუფლეს. 
ამის გარდა, ვაროვს იარაღის უკანონო შენახვისა და ორი მკვლელობის ბრალდებაც წაუყენეს, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ დაუმტკიცეს.
ამ ყველაფრის პარალელურად, ვაროვის ბიზნესზე პერიოდული რეიდები ხორციელდებოდა. მის საწარმოს პერიოდულად უთიშავდნენ ელექტრო ენერგიის მიწოდებას და „კონტინენტის“ თანამშრომლები იძულებულები იყვნებ საპროტესტო გამოსვლებით დაეცვათ შენობა. 
2012 წელში ვაროვი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. კაბინეტში ესტუმრნენ „კონტინენტის“ თანადამფუძნებლები: ცნობილი აფხაზური კლანის წარმომადგენლები, ძმები საიდები, ალექს და ჯამირ ჩანბები. ასევე ასტამურ გაგულია, გენადი გაგულიას შვილი. გენადი გაგულია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. დღეს კი სავაჭრო პალატას ხელმძღვანელობს. „სტუმრებმა“ შამპანურის ბოთლით სასიკვდილოდ სცემეს ვაროვი, თუმცა ეს უკანასკნელი გადარჩა. 
ამ ინცინდენტის შემდეგ აფხაზურ პრესაში წერდა, რომ დამნაშავეებს სავარაუდოდ არავინ დასჯიდა. ეს მართალი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვაროვს დაეკისრა, როგორც გაურკვეველი ნაციონალობის მქონე ადამიანს. პასუხად იგორ ვაროვმა უკან არ დაიხია და თავდამსხმელებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთში. ისინი დღემდე იძებნებიან. 
2014 წელს, პარტმომხდარი კონფლიქტის გამო, აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „კონტინენტი“ დაიხურა. ვაროვმა გაგრის ადმინისტრაციას პირადი ქონების ხელყოფისთვის უჩივლა. შენობიდან მისი კუთვნილი მთელი აღჭურვილობა გატანილი და უჩაში გადაყრილი აღმოჩნდა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.