Russian English
ევროპარლამენტმა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია „შავ სიაში“ შეიყვანა და ტერორიზმს გაუთანაბრა
ხუთშაბათი, 01 12, 2016 - 17:19
ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ დოკუმენტში, მართლმადიდებლური ეკლესია „ისლამისტურ სახელმწიფოსთან“ არის გაიგივებული. 
რეზოლუციის რატიფიცირების ინიციატივით გამოვიდა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ელჯბეტა ფოტიგა. 
„რუსეთი აქტიურად იყენებს სხვადასხვა საშუალებებს, ისეთებს მაგალითად როგორიცაა სპეციალური ფონდები (Русский мир) მრავალეროვანი სატელევიზიო არხები, (Россия Сегодня, РИА Новости), საინფორმაციო სააგენტოებს („სპუტნიკი“), სოციალურ რა რელიგიურ ჯგუფებს  (მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას), სოციალურ ქსელებს და ინტერნეტს, იმისთვის, რომ დასავლეთის ღირებულებები ეჭვის ქვეშ დააყენოს, ძირი გამოუთხაროს ევროპას და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროპული სახელმწიფოებრივი წყობა უუნარო და არაქმედითუნარიანია“ - ნათქვამია დოკუმენტში. 
„რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ისტორიის ფალსიფიცირებაა“ - აცხადებს ფოტიგა, „რუსეთი დასავლეთ და ცენტრალურ ევროპას ისე აღწერს, როგორც თავისი გავლენის სფეროს ქვეშ არსებულ ძველ ტერიტორიებს და ამით ამ ქვეყნების სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის“. 
ეს რეზოლუცია აყენებს ინიციატივას, რომ ტალინში პროფესიული ჟურნალისტური გადამზადების ცენტრში მოხდეს ჟურნალისტების მომზადება, მათი ანალიტიკური აზროვნება მაქსიმალურ საფეხურზე აიყვანონ და რაც მთავარია, შეიქმნას სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ამ პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძოლებს. 
რუსულმა მედია-სააგენტომ РИА Новости -მ ამის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პუტინი ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას რუსულ მედიასთან მიმართებაში, „დემოკრატიაზე დეგრადაციულ წარმოდგენას“ უწოდებს. 
 „ცოტა ხნის წინ, და  მცდელობები დღემდე გრძელდება, სცადეს ჩვენთვის ესწავლებინათ, თუ რა არის დემოკრატია. ამ „კეთილისმოსურნეებისგან“ მხოლოდ ერთი რამ გვესმის: თურმე ყველაზე ეფექტური მეთოდი ოპონენტთან ურთიერთობის დროს, რაღაცის აკრძალვაა.  ეს კიდე არანაირად დემოკრატიულ ნორმებს არ შეესაბამება. საუკეთესო საშუალება ყოველთვის ღია დისკუსიაა“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და არანაირ შეზღუდვას ადგილი არ ექნება“. 
იმ ჟურნალისტებს და ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც ევროპარლამენტის მიერ ამ რეზოლუციის ინიცირების მიზეზები გახდნენ, პუტინმა სათითაოდ მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ასე ნიჭიერად, კრეატიულად და შრომისმოყვარედ უდგებიან თავიანთ საქმეს“. 
რას შეეხება რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას, რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.