Georgian Russian
უკრაინის პროკურორმა დავით საყვარელიძემ არძინბაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
Sunday, 15 November, 2015 - 15:48
უკრაინის მთავარი პროკურორი დავით საყვარელიძე ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეროვნებით აფხაზ, ვინმე ინალ არძინბაზე ძებნას აცხადებს. თუ რა არის მიზეზი, ამას თავად საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილად გამოცხადებულ დავით საყვარელიძის განცხადებაში ვკითხულობთ:
„უკრაინის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ოდესის საოლქო პროკურატურამ დაუსწრებლად ეჭვმიტანილად ცნო რუსეთის მოქალაქე ინალ არძინბა.
ინალ არძინბა დაუსწრებლად იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად უკრაინის კონსტიტუციური წყობილებით გათვალისწინებული სახელმწიფო საზღვრებისა და არსებული წესრიგის დანაშაულებრივად შეცვლის ორგანიზებისთვის.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის იანვრიდან აპრილამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ინალ არძინბა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სხვა თანამზრახველებთან ერთად აქტიურად ეწეოდა სხვა პირთა დამუშავება-გადაბირებას და ქმნიდა პირობებს უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული ე.წ. „ბესარაბია“-ს სახელმწიფოს შესაქმნელად.
ხსენებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შემადგენლობაში უნდა შესულიყვნენ არციზის, ბელგოროდ-დნესტრის, ბოლგრადსკის, სარატსკის, ტარუტინოს, ტატარბუნარის, რენის, კილიის და იზმაილის რაიონები, რაც გამოიწვევდა უკრაინის სახელმწიფოს საზღვრების შეცვლას.
ამას გარდა, ინალ არძინბა ასევე ეჭვმიტანილია ტერორისტულ ორგანიზაცია „დე ენ ერ“-ში მონაწილეობასა და ამავე ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელის შეწყობაში.
2015 წლის ოქტომბრის ბოლოს ინალ არძინბაზე გამოვაცხადეთ საერთაშორისო ძებნა“ - წერს დავით საყვარელიძე.
 
Comments


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.