Georgian Russian
სააკაშვილის ფიქრები - კიევის მერი ვიქნები!
Wednesday, 18 November, 2015 - 19:51
კომპანია „როშენის“  სათაო ოფისი მდებარეობს უკრაინაში. მისი მეპატრონე გახლავთ  „ტკბილ დეპუტატად“ წოდებული ოლიგარქი - პეტრე პოროშენკო.  
„ვარდების რევოლუციის“ ნარინჯისფერი დამფინანსებელი - სააკაშვილის კურსელი, იუშენკოს მოყვარე, შოკოლადების მეფე და უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი.
პეტრე პორაშენკოს მიერ 2004 წელს, „ნარინჯისფერ რევოლუციამდე“ წარმოთქმული სიტყვები: „საქართველოში მომხდარმა რევოლუციამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე. სააკაშვილის მაგალითმა უჩვენა, რომ დიქტატურა ხანგრძლივი არ არის. ქართული სცენარი ყველაზე მისაღებია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილი ჩამოფრინდა ჩვენთან კიევში, რომ კონსულტაცია გაეწია ვიქტორ იუშენკოსთვის. სააკაშვილი შეხვდა ერთმანეთთან სამტრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და მთელი ორი დღე-ღამის განმავლობაში გადაბმულად ელაპარაკებოდა მათ. საუბარი იმაზე კი არ მიდიოდა, როგორ უნდა მომხდარიყო რევოლუცია უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილმა ჩვენს გულებში გააჩინა იმედი, რომ ეს შესაძლებელია“.
ვინ არის პეტრე პოროშენკო? ჯერ ზოგადი ჩამოვთვალოთ - უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს მოყვარე (თავისი ტყუპი ქალიშვილები ევგენია და ალექსანდარა იუშენკოს მოანათლინა), სააკაშვილის თანაკურსელი და ახლო მეგობარი, ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი დამფინანსებელი,  „შოკოლადის მეფე“, მედიამაგნატი,  პოლიტიკოსი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის ნაციონალური ბანკის საბჭოს თავმჯდომარე.
როგორც პოროშენკო თავად იხსნებს, თავისი პირველი კაპიტალი მან მოიპოვა კაკაოს მარცვლების შემოტანით უკრაინაში და გაყიდვით. მისი მოღვაწეობის სფეროებია: საკვების წარმება,  საავატომობილო მრეწველობა, მასმედია, პოლიტიკა. 
მისი დოსიე ასე გამოიყურება: 1990-1991 წწ. - უკრაინის მცირე მეწარმეებისა და მეწარმეების გაერთიანება „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 1991-1993 წწ. - უკრაინის ბირჟის სახლის „უკრაინას“  და უკრაინის სამრეწეველო-საინვესტიციო კონცერნის დირექტორი. 1993 წლიდან  „უკრ-პრომინვესტის“  გენერალური დირექტორი (დღემდე). 1996 წელს იგი ხდება სააქციო კომერციული ბანკის „მრიას“, ქარხნის „ლენინსკაია კუზნიცას“ და „ვინიცის საკონდიტრო ფაბრიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მას ეკუთვნის საკონდიტრო ფაბრიკა „როშენი“ და კორპორაცია „ბოგდანი“. 
2000 წელს პეტრე პოროშენკომ შექმნა საკუთარი მემარცხენე ცენტრისტული ფრაქცია „სოლიდარობა“, რომელიც მოგვიანებით უკრაინის `სოლიდარობის~ პარტია გადაკეთდა. 2001 წელს პარტია „სოლიდარობა“  შევიდა ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო ბლოკში „ნაშა უკრაინა“. თავად პოროშენკო იუშენკოს ოპოზიციური ბლოკის თავმჯდომარე გახდა.
2002 წლიდან 2005 წლის სექტემბრამდე პეტრე პოროშენკო უმაღლესი რადას საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, 2004 წლის ივლისიდან - კოალიციათა შტაბის „სილა ნაროდას“  თავმჯდომარის მოადგილედ. 2002-2006 წწ-ში მან მიიღო დეპუტატის მანდატი იუშენკოს პარტია „ნაშა უკრაინიდან“ და სათავეში ჩაუდგა რადას ფინანსებისა და საბანკო საქმიანობის კომიტეტს. მანამდე, ჯერ კიდევ 2003 წელს პეტრე პოროშენკომ უკრაინაში პირველმა დაარსა ახალი ამბების სამაუწყებლო ტელევიზია  „მე-5 არხი“, რომელიც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის რუპორად იქცა.
2004 წლის ბოლოს იწყება ახალი ეტაპი პეტრე პოროშენკოს პოლიტიკურ კარიერაში - იგი ხდება უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი და სპონსორი, ასევე პრემიერ-მინისტრობის პოტენციური კანდიდატი. თუმცა, აქ მას იულია ტიმოშენკომ აჯობა და მთავრობის თავმჯდომარის სავარძელიც მას ერგო. სანაცვლოდ, პორაშენკოს 2005 წლის იანვარში უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების („სნბო“) მდივნად ნიშნავენ. ამ პოსტზე მან სექტემბრამდეც ვერ გაძლო, ვინაიდან თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ე.წ. პოლიტიკური კრიზისის გამო. კერძოდ, მთავრობის წევრებმა - ალექსანდრე ზინჩენკომ და მიხეილ ბროდსკიმ პეტრე პორაშენკო კორუფციაში ამხილეს. ნარინჯისფერი რევოლუციის სპონსორმა ყველა ბრალდება უარყო და გააპროტესტა ის ფაქტი, რომ მას ათი დღის განმავლობაში ამოწმებდა ცალკე ტურჩინის კომისია, ცალკე კი გენერალური პროკურატურა. პეტრე პორაშენკო გადაარჩინა იმ გარემოებამ, რომ მის საქმეში საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად იულია ტიმოშენკოს ყოფილი ადვოკატი დაინიშნა, რომელმაც მისი გამამართლებელი დასკვნა დადო.
სწორედ ამ გამამართლებელ დასკვნას უნდა უმადლოდეს პორაშენკო, რომ 2006 წლის მარტში იგი ჯერ ფრაქცია „ნაშა უკრაინას“  სახალხო დეპუტატად, 2007 წლის დასაწყისში კი უკრაინის ნაციონალური ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2009 წლის 9 ოქტომბერს უმაღლესმა რადამ პეტრე პოროშენკო ერთხმად დაამტკიცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად. არც ამ პოსტზე მოუწია დიდხანს ყოფნა - 2010 წლის 11 მარტს, ახალი მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ნიკოლაი აზაროვი, პორაშენკო იძულებული გახდა დაეტოვებინა საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელი.
2011 წლის 13 აპრილს პეტრე პორაშენკომ და  „უკრაინის მედიაჰოლდინგის“  თავმჯდომარემ ბორის ლოჟკინმა (ხსენებული მედიაჰოლდინგი აერთიანებს საფეხბურთო საიტს footbal.ua, სპორტულ პორტალს isport.ua, ახალი ამბების პორტალს kp.ua, pocus.ua, aif.ua, ბიზნესისა და ფინანსების პორტალს dengi.ua, სოციალური ჟურნალისტიკის ქსელს (Highway.ua) ერთად შეისყიდეს უკრაინის მედია-კომპანიის აქციები (ინტერნეტ-პორტალები bigmiir.net, korespondent.net, ricardo.com.ua, novynar.com.ua, )
2011 წლის ივნისში უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა უფლება მისცა „უკრაინის მედია-ჰოლდინგის საგამომცემლო სახლს“  შეესყიდა „კპ მედიას“  აქციები, რაც ემიტენტის მართვის უმაღლეს ორგანოში 25%-ით მეტ ხმას ნიშნავდა.
2006 წლისთვის პორაშენკომ უკრაინის ყველაზე გავლენიანი პირების „ტოპ-100“-ში მე-18 პოზიცია ეკავა, 2007 წელს 30-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, 2012 წელს კი უცებ მე-11 ადგილზე აღმოჩნდა.  2011 წლის უკრაინული `ფორბსის~ მიხედვით, 45 წლის პორაშენკო უკრაინის რიგით მე-13 ყველაზე მდიდარი ადამიანთა რიგში 866 მილიონი დოლარის კაპიტალით.
2013 წლის 20 მარტს პეტრე პორაშენკომ ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ მზად არის კიევის მერის არჩევნებში იყაროს კენჭი. თუმცა, ერთი მეტად თამამი და თავისი ამბიციურობით, უჩვეულო პირობა წამოაყენა. კერძოდ, რომ იგი  მხოლოდ იმ პირობით იყრიდა კიევის მერობაზე კენჭს, თუ უკაინის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია მას დაუჭერდა მხარს. საუბარი იყო, სამ ძირითად ოპოზიციური პარტიაზე -„სვობოდა“, „ბატკოვშინა“  და „უდარი“. პოროშენკოს სიტყვების ციტირებასაც მოვახდენთ ბარემ: „ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოპოზიციამ მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა წამოსწიოს მერის არჩევნებზე. მე ვიქნები ეს კანდიდატი და არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას მხოლოდ ამ პირობით, რომ სამივე ოპოზიციურმა პარტიამ მე დამიჭეროს მხარს“.
პარტია „ბატკივშინამ“ პორაშენკოს მხარდაჭერისთვის თავისი პირობა წამოუყენა. კერძოდ, იგი მათ პარტიაში უნდა შესულიყო. ეს კი მთლად ლოგიკურად ვერ ჟღერდა, ვინაიდან, პეტრე პორაშენკოს შვილი იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრია და ვინიცაში საოლქო საბჭოს მიერ დეპუტატად იყრიდა კენჭს  როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი.
პეტრე პორაშენკო ჯიუტად მიიწევდა თავისი სანუკვარი  მიზნისკენ - გამხდარიყო უკრაინის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილს გაპრეზიდენტება ისე სჭირდებოდა, როგორც ფიზიკოსს რეაქტივები. პოროშენკო უკვე მერამდენე წელია პრეზიდენტია, ჯერი ჩვენს მიშიკოზეა.  და არ არის გამორიცხული, მომდევნო არჩევნებში იგი  კიევის მერად მოგვევლინოს. ეს ერთი შეკრული წრეა - სააკაშვილი, იუშენკო, ტიმოშენკო, პორაშენკო და პინჩუკი. 2009 წელს იულია ტიმოშენკოს საარჩევნო კომპანიას პეტრე პორაშენკო აფინანსებდა და სწორედ  იგი გახლდათ უკრაინაში ჩასული ქართველი მაღალჩინოსნებისა და შსს-ს ზონდერების - გივი თარგამაძის, ზაზა გოროზიას, ივა ყაჭიური, ირაკლი გიორგობიანის, ნინო ჩხეიძის ქმარის და ა.შ. მასპინძელ-დამფინანსებელი. ყველას კარგად გვახსოვს რა სკანდალიც მოჰყვა ამას, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი პირების კინწისკვრით გამოყრას დასჯერდნენ, თორემ საერთაშორისო სკანდალი გარდუვალი იყო.
 
Comments


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.