Russian English
(VIDEO) უნიკალური კადრები აღმაშენებლის გამზირიდან ნინო მიქიაშვილისგან
პარასკევი, 14 ივლისი, 2017 - 19:00
ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი უნიკალურ კადრებს გვთავაზობს 14 ივლისს გამართულ „ქართველთა მარშიდან“, ვიდეოს თან თავის განმარტებასაც  ურთვას.
„მაღაზია "ზუმერის" კართან შემაღლებულზე ვიდექი და ამ კადრებს ისე ვიღებდი. აღმაშენებლის გამზირზე იმდენი ხალხი იყო გამოსული, ნემსი არ ჩავარდებოდა. ჩემი თუ არ გჯერათ, ეს კადრები ნახეთ და თავად დარწმუნდებით. აქციის მონაწილეებიც ორგანიზებულები იყვნენ და პოლიციელებიც. უცხოელები, რომლებიც მუდამ ამ გამზირზე დგანან ან დადიან, თავისუფლად მოძრაობდნენ.
სანამ მანიფესტაცია მარჯანიშვილის მოედანს მოუახლოვდებოდა, მარჯანიშვილის თეატრისკენ გავედი, იქ, სადაც გაყოლებაზე ჩილიმბარებია. უკლებლივ ყველა დაკეტილი იყო (იმედია სამუდამოდ). ზოგს დიდი ქართული ასოებით ეწერა "რემონტი". მთელ გაყოლებაზე, ყოველ 10-15 მეტრში პოლიციელები იყვნენ“- წერს ნინო მიქიაშვილი.
 
კომენტარები
© 2015, MediaCity. All Rights Reserved.