Russian English
(VIDEO) „ნუგზარიკო, დაო!”– სხვა კუთხით გაშუქებული აქცია
პარასკევი, 09 მარტი, 2018 - 08:41
„მე ვარ ქალი, აღიარე”– იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერთა აქცია გაიმართა. ისინი  ითხოვენ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მათი სქესი ჩაიწეროს, როგორც მდედრობითი, რადგან ამის გამო პრობლემები ექმნებათ როგორც საზღვრის კვეთის, ასევე სხვადასხვა იურიდიული პროცედურების დროს.
პარალელურად, იმავე ტერიტორიაზე „ლგბტ მოძრაობის მოწინააღმდეგეთა“ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას.  პოლიციას  კი მოუწოდეს, რომ  ნუ აჰყვებიან პროვოკაციას, რომელსაც უცხოური ფონდები გრანტებით აფინანსებენ.
აქციის მსვლელობის დროს კვერცხები დაუშინეს ტრანსგენდერებს, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
„ნუგზარიკო დაოოო”– ასე მიმართა აქციაზე მყოფმა პირმა თავის ნაცნობს, რომლებიც ერთმანეთს დიდი ემოციებით გადაეხვივნენ.
ხსენებული ვიდეო გახლავთ ირმა ქაჯაიას რეპორტაჟი   სპეციალურად Radio24.ge-სთვის.
 
კომენტარები
© 2015, MediaCity. All Rights Reserved.