Russian English
დგას თუ არა თბილისი აფეთქების საშიშროების წინაშე?!
კვირა, 17 თებერვალი, 2019 - 16:34
Mediacity.ge-თან დეტალებზე საუბრობს „ანტიკორუფციული კავშირის“თავმჯდომარე გია ბურჯანაძე.
„დიდი პრობლემის წინაშე დააყენა თბილისი იმ პლასტმასის მილებმა, რომელიც „ყაზტრანსგაზმა“ დაამონტაჟა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყამაში არ არის დანერგილი მსგავსი ტექნოლოგიებით ბუნებრივი აირის გაყვანა. კერძოდ, რკინის მილები მოხსნა და იგი შეცვალო, მასთან შედარებით იაფფასიანი პლასტმასით. ეს უკანსკნელი ვერასოდეს შეცვლის რკინის კონსტრუქციის მილებს. წყლის გაყვანილობისას კიდევ გასაგებია ამ კონსტრუქციის გამოყენება, მაგრამ არაფრით არ შეიძლება ბუნებრივი აირი გადიოდეს მსგავს მილებში“ - განმარტავს გია ბურჯანაძე.
არსებობს ლაბორატორიული დასკვნა, რომ დედაქალაქში ბუნებრივი აირის გაყვანილობისას დამონტაჟებული მილები არ არის ამისთვის განკუთვნილი. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე შეეცადა ამ პრობლემის მოგვარებას და ჯერ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს მიმართა, შემდეგ კი - პროკურატურას. ზუმბაძე თვლის, რომ პროკურატურა ან კარგად ვერ ათვითცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს, ანდა უბრალოდ გულგრილობას აქვს ადგილი.
„ჩვენ მივმართეთ ზეპირი განცხადებით პროკურატურას. პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო ამ საკითხით და ჩვენთვის ეცნობებინა. ეს მილები სიცოცხლისთვის საშიში და ხიფათის შემცველი რომ არის, დაადასტურა სამხარეო ექსპერტიზის ბიურომ, რომელსაც ჩვენ მივმართეთ გასული წლის აგვისტოს თვეში. ეს მილები არ არის ცეცხლგამძლე“ - აცხადებს Mediacity.ge -სთან საუბარში საკრებულოს წევრი.
Mediacity.ge კომენტარისთვის დაუკავშირდა „ყაზტრანსგაზის“ პრესს- სამსახურის უფროს ეკა სარიას:
„ეს არის მეტალო პლასტმასის მილები და ნამდვილად არის განკუთვნილი ბუნებრივი აირისთვის. უბრალოდ, უკვე ორი წელია „ყასტრანსგაზი“ ამ მილებს ღია წესით არ ამონტაჟებს. ერთადერთ შემთხვევაში მილები გამოიყენება მხოლოდ სადარბაზოების შიგნით, ისიც ცემენტის იატაკში, ე.წ. „სტაიჟკაში“ და ზემოდან მათ აუცილებლად აქვთ ცემენტის საფარველი გადაკრული“ - აღნიშნა  ეკა სარიამ.
Mediacity.ge გთავაზობთ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს შენობების სადარბაზოებსა თუ მის გარეთ, ასევე ახლად აშენებულ კორპუსებში ღია წესით დამონტაჟებული პლასტმასის მილები.
ლაბორატორიული დასკვნები, საკრებულოს სხდომები, პროკურატურამდე მისული საქმე და შედეგი, რომელიც შეიძლება საქართველოსთვის დიდი ტრაგედიით დასრულდეს.
კომენტარები
© 2015, MediaCity. All Rights Reserved.