Russian English
სენსაცია! გარკვეული ჯგუფის მიერ შემუშავდა კიბოს მესამე სტადიამდე განკურნების მეთოდი
შაბათი, 26 აგვისტო, 2017 - 16:57
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იხსენებს კატრექსის ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდს.
 
კახა საბახტარაშვილი, ექიმი-ჰომეოპათი:
 
- გასული საუკუნის 80-იან წლებში ლამის მთელს მსოფლიოში ნომერი პირველი სენსაცია და განსახილველი თემა გახლდათ პრეპარატი „კატრექსი“, რომელიც მიჩნეული იყო კიბოს საწინააღმდეგო უძლიერეს პრეპარატად. „კატრექსის“ ავტორად სახელდება ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღესაც კატრექსის ანალოგი მსოფლიოში არ შექმნილა და ალბათ, არც შეიქმნება. პრეპარატს უმოკლეს დროში - ორ კვირაში თუ ერთ თვეში ნებისმიერი ინფექციის დამარცხება შეეძლო.
 
- როგორ შეიქმნა „კატრექსი“?
 
- 1983 წელს, ჩერნობილში მოხდა მასშტაბური კატასტროფა. მთელი მსოფლიო, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირი გადაერთო ისეთი სამკურნალო საშუალებების მოძიებაზე, რომელიც იქნებოდა ანტირადიაციული და სიმსივნის საწინააღმდეგო დანიშნულების. ასეთ ტალღაზე აღმოჩნდა პრეპარატი „კატრექსი“, შექმნილი შავი ზღვის ზვიგენის - კატრანის ღვიძლზე. მე მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში თუ რაოდენ დიდი ბუმი იყო „კატრექსთან“ დაკავშირებით. ერთადერთი არსება, რომელმაც გაუძლო რადიაციას, როდესაც ჯერ კიდევ 40-50 წლის წინ საფრანგეთი წყალქვეშა ატომური იარაღის გამოცდას ატარებდა, ზვიგენისებრთა სახეობა - კატრანი იყო. ყველა თევზი იხოცებოდა გარშემო, გარდა ზვიგენისა.
 
- დღეს „კატრექსი“აღარ იწარმოება?
 
- მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, თუმცა სად ხდება, ანდა ხდება თუ არა მისი რეალიზება, საქმის კურსში არ ვარ. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ საჭიროა სულ მცირე ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან, რომ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი შეიქმნას. ეს იქნება სიმსივნური პაციენტებისთვის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი. თუკი იქნება ბოლომდე მიყვანილი ექსპერიმენტები, რომლებიც ხორციელდება გარკვეული ჯგუფის მიერ, შემუშავდება მესამე სტადიამდე განკურნების მეთოდი.
 
- ექსპერიმენტები ახლაც მიდის?
 
- დიახ, და საკმაოდ წარმატებითაც. მოხდა სინთეზი ძველი ქართული მედიცინის და პლიუს იმ იდეების, რაც გაჩეჩილაძეს ჰქონდა. ბუნებრივია, შედეგები მკაცრად არის გასაიდუმლოვებული. იქმნება ე.წ. „ახალი კატრექსი“, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ იქნება.
 
რეზო გაგუა, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დირექტორი, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი:
 
- მისასალმებელია, რომ ქართველი მეცნიერები ამ მიმართულებით მუშაობენ. მე არ შემიძლია არ გავიხსენო აქ ალექსანდრე გაჩეჩილაძე, აწ გარდაცვლილი, რომელმაც შექმნა პრეპარატი „კატრექსი“. ამ პრეპარატს თავის დროზე მიეცა რეკომენდაცია, როგორც იმუნოსტიმულატორს და იმუნომოდულატორს. თავიდან მას იყენებდნენ ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე, გვერდითი მოვლენების მოსხსნელად.
 
განკურნებადია თუ არა კიბო! ამაზე ბევრს მუშაობენ მეცნიერები და ერთად თანხმდებიან  - კიბო დიაგნოზია და არა განაჩენი!
 
თეა ზარნაძე
 
კომენტარები
© 2015, MediaCity. All Rights Reserved.